“თამრი, მიყვარხარ!”

ერეკლე

 

ერეკლე მუმლაძე, 23 წლის, თბილისი

აღმოსავლეთმცოდნე  – არაბისტი, ფოტოგრაფი

აღმოსავლეთი სულ მაინტერესებდა, არაბული ენაც შემიყვარდა, მაგრამ ახლა ჩემს პროფესიას ვერაფერში ვიყენებ.  სიამოვნებით წავიდოდი ფოტოების გადასაღებად არაბეთში.  სულ ორ ქვეყანაში ვარ ნამყოფი – აზერბაიჯანსა და თურქეთში.

ერთი კითხვის დასმა რომ შემეძლოს ღმერთისთვის ვკითხავდი, ნეტა თამრი გახდება ოდესმე ჩემი? თამრი ის გოგოა, რომელიც მიყვარს. მეუბნება საერთოდ არ მომწონხარო, ჰაერში ფრენას თავი დაანებე და მიწაზე დაეშვიო. მატყუებს ხომ?

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

დატოვე კომენტარი