ბათუმი ჩემთვის ყველაფერია

IMG_0419

 

ნინო ბერიძე,15 წლის, ბათუმი

მე ნინო ვარ. 15 წლის.  მიყვარს კითხვა, მუსიკა, ბევრი ლაპარაკი, მეგობრები, ოჯახის წევრები, კლასელები და ზოგადად ადამიანები.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ადვილად ვენდობი ადამიანებს.

მიყვარს  იმერეთი (თერჯოლა – ადგილი რომელთანაც ყველაზე მეტი, ბედნიერი მოგონება და ადამიანი მაკავშირებს), „ბათუმელების“ რედაქცია  – აქ ჩემი საყვარელი ადამიანები მეგულებიან, „წიგნები ბათუმში“ – მიყვარს ირაკლისთან და მარისთან შევლა და საუბარი. საერთოდ ვგიჟდები ამ მყუდრო მაღაზიაზე, ბათუმის დაკლაკნილი ქუჩები და 20 ნომერი „მარშუტკა“    – სადაც ყველაზე კომფორტულად ვმგზავრობ).

თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, იმიტომ რომ ვცხოვრობ ჩემთვის ყველაზე ლამაზ და საყვარელ ქალაქში. ბათუმი ჩემთვის ყველაფერია. განსაკუთრებით მომწონს წვიმიანი ბათუმი. ვერ წარმოვიდგენ სხვაგან სად შეიძლება მეცხოვრა თუ არა აქ.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

 

1 thoughts on “ბათუმი ჩემთვის ყველაფერია

დატოვე კომენტარი