„ნუ დამითვლით ნაოჭებს“

0 (18)

ნინო საკანდელიძე, 82 წლის, მსახიობი

მანუჩარ შერვაშიძე, 84 წლის, მსახიობი

მანუჩარი და ნინო 60 წლის წინ დაქორწინდნენ. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად ბათუმში გადავიდნენ და მუშაობა ბათუმის დრამატულ თეატრში დაიწყეს.

„მანუჩარმა მითხრა, წავიდეთ ბათუმში, ვიცურაოთ რამდენიმე წელი, ერთი წელი, ორი წელი და წამოვიდეთ მერე უკანო. წამოვედით და დავრჩით ბატონო, ვცურაობთ დღემდე,“  –  იხსენებს ნინო.

მეუღლეზე საუბრისას თვალები უბრწყინავს, სულ ერთად ვიყავით, ერთად მოვდიოდითო  –  ამბობს.

„მანუჩარმა გამატარებინა ეს დრო, სიცილში,  ხარხარში, მადლობელი ვარ. შენ წარმოგიდგენია, უჟმური კაცი რომ მყოლოდა სახლში, ხომ გადავირეოდი. მახსოვს ერთხელ, ძალიან დაკავებული ვიყავი. მანუჩარს უცდია მჭადი დაეცხო. მჭადი იყო ისეთი დაჯღანული, ისეთი, მაგრამ ისე გემრიელად  ვჭამე, დღემდე მახსოვს გემო,“ – იხსენებს მსახიობი.

© Project „Humans of Georgia“

2014

1 thoughts on “„ნუ დამითვლით ნაოჭებს“

დატოვე კომენტარი