გიორგი

IMG_0087

 

გიორგი ქათამაძე,  რეჟისორი, 32 წლის

„მიყვარს ყველაფერი, პოზიტიური რაც არის, მუსიკა, კინო, თეატრი, არა, პირველ რიგში მეგობრები. არა, ვაფშე პირველ რიგში ოჯახი  –  დედაჩემი, ჩემი და, ბებიაჩემი, მეგობრები, ბათუმიც. არ ვიცი, ბათუმი უფრო თუ სტამბული“.

 

“ძნელია თქმა, ვარ თუ არა წარმატებული. ალბათ ვარ რაღაც დონეზე წარმატებული, რაღაც დონეზე    წარუმატებელი.   არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს,  რომლებიც ფიქრობენ, რომ აქ  არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუ  ნიჭია, იდეა არის, შესაძლებლობებს  აუცილებლად ნახავ ნებისმიერ სივრცეში. თუმცა სივრცე ყოველთვის  პატარაა ჩემი აზრით. საერთოდ,  მსახიობი თუ სივრცეში კარგად  გრძნობს თავს, ვერაფერს გააკეთებს.  ის, რისი მიღწევაც გინდა, შეიძლება გაგიჭირდეს იმ საშუალებებით, რაც ირგვლივ არის, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ჩემი აზრით, ხელოვნება მაინც უფრო გამოსავალია. კომფორტი ძალიან კარგი რამეა, მაგრამ მე რომ კომფორტი მქონდეს, ხელოვნება შეიძლება საერთოდ არ ვაკეთო”.

 

© Project „Humans of Georgia“

2014

1 thoughts on “გიორგი

დატოვე კომენტარი