“ქართველები იმდენად არიან კეთილები, რამდენადაც მე ვარ ასაკოვანი”

giorgi koxodze

 

გიორგი კოხოძე 18 წლის, ბაღდათი

მიყვარს ლაშქრობა, მუსიკა და ჩემი მეგობრები.

მძულს ფანატიკოსი და ჰომოფობი  ადამიანები. არ მიყვარს რაღაცის და ვიღაცის გაკერპება. მინდა   ერთი პატარა ოთახი და მარტო ცხოვრება.  თუმცა ამაზე მეტად ნეპალში ლაშქრობა მინდა.

პრეზიდენტი რომ ვიყო, სხვა პრეზიდენტების დაშვებულ შეცდომებს არ გავიმეორებდი.

ჩემს თაობას პროტესტის გრძნობა აქვს ღმერთის მიმართ, იმიტომ რომ ეს დღეს მოდაშია.

ქართველები იმდენად არიან კეთილები, რამდენადაც მე ვარ ასაკოვანი.

ადამიანის  შეყვარება უფრო იოლია ვიდრე შეძულება. როცა მიყვარს უფრო კეთილი ვხდები ვიდრე ვარ.

მცენარეები იმისთვის  არსებობენ, რისთვისაც ადამიანები.

ჩემი სურვილი?  არ მინდა ადამიანები კომპიუტერებთან დავლპეთ

 

 

© Project „Humans of Georgia“

2014

 

დატოვე კომენტარი